მაია ცქიტიშვილი ევრაზიის რეგიონში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
23 ოქტომბერი 2019
საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში, ევრაზიის რეგიონში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სპეციალურ წარმომადგენელს ლიუ ჰუის შეხვდა.
სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის არსებული საკითხები და სამომავლო გეგმები. საუბარი შეეხო საგზაო ინფრასტრუქტურის და სხვა მიმართულებით მიმდინარე იმ მნიშვნელოვან პროექტებს, რომელსაც საქართველოში ჩინური კომპანიები ახორციელებენ. ასევე, ხაზი გაესვა ჩინეთთან, როგორც საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ სავაჭრო პარტნიორთან, თანამშრომლობის პერსპექტივას.
22-23 ოქტომბერს თბილისი, საქართველოს მთავრობის ორგანიზებით, რიგით მე-3 ,,აბრეშუმის გზის ფორუმს" მასპინძლობს, რომელშიც 60-მდე სხვადასხვა ქვეყნის 2000-მდე დელეგატი მონაწილეობს. ფორუმი“ აზიასა და ევროპას შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული კავშირების გაძლიერებას ემსახურება, რომელზეც საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები განიხილავენ ერთმანეთთან თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს.